სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მიღება 2021-2022 წლის სამაგისტრო პროგრამებზე

16 სექტემბერი, 2021

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2021-2022 სასწავლო წელს აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  • სამართლის სამაგისტრო პროგრამა 
  • ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა
  • საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა 
  • განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
  • სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
  • კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

საბუთების წარმოდგენის ვადები:

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით სამ ეტაპად, ორშაბათი-პარასკევი:

11:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი 11:00-დან 15:00 საათამდე.

  • პირველი ეტაპი: საბუთების მიღება იწარმოებს 3 აგვისტოდან - 18 აგვისტოს ჩათვლით, შედეგები გამოცხადდება 24 აგვისტოს.
  • მეორე ეტაპი: საბუთების მიღება იწარმოებს 24 აგვისტოდან - 8 სექტემბრის ჩათვლით, შედეგები გამოცხადდება 14 სექტემბერს.
  • მესამე ეტაპი: საბუთების მიღება იწარმოებს 14 სექტემბრიდან - 24 სექტემბრის ჩათვლით, შედეგები გამოცხადდება 27 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდები ჩატარდება რეგისტრაციის პარალელურად, ნებისმიერ მისთვის სასურველ დღეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სეუ-ს საგამოცდო ცენტრში.

შედეგები გამოცხადდება ყოველი ეტაპის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ. 

რეგისტრაციაზე წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება (ივსება ადგილზე)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა რომ არის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  • ფოტოსურათი 3x4 (CD)

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი

საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა ინგლისურ ენაში

საგამოცდო საკითხები სპეციალობების მიხედვით:

სამართლის სამაგისტროპროგრამაადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამაგანათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაკლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

გამოცდები ჩატარდება ელექტრონულად უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში.

თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51%.

უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს:

  • BEC exam and CELS exam – Vantage
  • Cambridge exam – FCE
  • Pritman ESOL International
  • TOEIC – 541
  • TOEFL – 500 (Paper - based) 173 (Computer - based) 72 (Internet - based)

საბუთების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე:

  • თბილისი, წინანდლის ქ.N17
  • უნივერსიტეტის ახალი კამპუსი
  • პირველი სართული